ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის იდეა არასერიოზულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევს ჯერჯერობით არ მიუღია ოფიციალური წინადადება.
„ამერიკელებმა რუსებთან ისაუბრეს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს. იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა. ოფიციალურად არავინ დაგვკავშირებია და არც ოფიციალურად შემოუთავაზებიათ არაფერი. ბოლოს და ბოლოს, ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამერიკა და რუსეთი განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტას. როგორ ცეცხლის შეწყვეტას? მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მხარემ იცოდეს, რაზე თანხმდებიან. ერთდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, მანამდე კი ჩვენი ხალხის ხოცვა, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა. დღეს ხარკოვის ოლქი, გუშინ დნიპრო. დაღუპულები, დაჭრილები, მოზრდილები, ბავშვები. ამის შემდეგ იმის თქმა, რომ მოდით, ერთი დღით გავჩერდეთ, რომ აღლუმი ჩავატაროთ – სერიოზული არ არის. ჩვენ რუსეთის გამო დღესასწაულები არ გვაქვს. 9 მაისის შემდეგ ისინი კვლავ დაგვხოცავენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.