66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. მათთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს
„რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, მიზანს მიაღწია. აეროპორტში ვნახე. მე თვითონ გავაცილე. მეგონა დაბრუნდებოდა. ალბათ, გულში რა მიზანიც ჰქონდა ის აისრულა. ყველაფერი ვიცოდი. ყოველი ნაბიჯი. ჩემთვის არაფერი ტყუილი არ უთქვამს. ისიც ვიცოდი, სად მიდიოდა. ვერაფერ ვერ დავუშალე. სრულწლოვნები იყვნენ. ნიკუშა თავისი სამშობლოს ნათელ მომავალ შეეწირა. ის გმირი იყო და არის,“ - ამბობს გარდაცვლილი ნიკა შანავას დედა.
ქართველი მებრძოლები 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.