1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არავინ იცის, როგორ დასრულდება უკრაინაში ომი, თუმცა არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ვლადიმირ პუტინმა თავისი ამბიციები შეცვალა.
„ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ის არ გეგმავს მშვიდობას. ის უფრო მეტ ომს გეგმავს“, - განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა CNN-ს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
„ისინი [რუსები] უკვე იწყებენ შეტევით ოპერაციებს. არის თუ არა ეს დიდი საგაზაფხულო შეტევა თუ ეს მხოლოდ ამის ერთგვარი შესავალია, ცოტა ძნელი სათქმელია. თუმცა, მათ სულ უფრო მეტი ჯარი და უფრო მეტი იარაღი შეჰყავთ [უკრაინაში]“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ გაურკვეველია, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი, თუმცა რაშიც ის დარწმუნებულია არის ის, რომ დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.
„თუ გსურთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ და თუ გსურთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღებული გადაწყვეტილება ხვალ, მაშინ დღესვე უნდა უზრუნველყოთ [უკრაინის] სამხედრო მხარდაჭერა“, - აღნიშნა მან.