პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომავალ კვირას ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინაში საშინელი ომის დაწყებიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და ფართომასშტაბიანი ომიდან ერთი წლის გასვლას. ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადებოდეს მშვიდობისთვის. რასაც ჩვენ ვხედავთ, სურათი პირიქითაა - ის ემზადება მეტი ომისთვის, ახალი შეტევებისთვის და ახალი თავდასხმებისთვის უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება.
მისივე თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას მეტი მხარდაჭერა გაუწიონ.
„ჩვენ დღეს მოგვიანებით შევხვდებით აშშ-ს ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფს და გადავწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერის გადაუდებელ საჭიროებებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მეტი საბრძოლო მასალის მიწოდების აუცილებლობა და ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ გავაძლიეროთ წარმოება და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია, რათა შევძლოთ უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდება და ასევე საკუთარი მარაგების შევსება. არც ნატო და არც ნატოს მოკავშირეები არ არიან ამ ომში კონფლიქტის მხარეები. რასაც ჩვენ, როგორც ნატოს მოკავშირეები და ნატო ვაკეთებთ, არის უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინა თავს იცავს, ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის ეს. ეს არის სასტიკი ომი. პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი თავს დაესხა ევროპაში სუვერენულ დამოუკიდებელ დემოკრატიულ, თავისუფალ ერს, უკრაინას და რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.