რა პოზიციებს იკავებს უკრაინის ჯარი და როგორია ოკუპანტების საბრძოლო მდგომარეობა - გენშტაბის უახლესი ანგარიში

  gen

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე უახლეს ანგარიშს ავრცელებს. ამავე უწყების ცნობით, ოკუპანტები კიევის მიმართულებით წინსვლას ვიშგოროდიდან ცდილობდნენ. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული შეჯამება 16 მარტის 12:00 საათისთვის.

🔻 მტერი შეტევის განახლებას ვიშგოროდიდან კიევის მიმართულებით ცდილობდა, თუმცა უკრაინული თავდაცვის ძალების მიერ მოგერიების რეჟიმით ისინი თავდაცვათ პოზიციაში იმყოფებიან. 

🔻 ბროვარის მიმართულებით ოკუპირებულ სოფლებს ბოგდანოვკასა და ბოლშაია დიმერკას მახლობლად, ოკუპანტთა მანქანების მცირე ჯგუფები მოძრაობდა. მათ უკრაინის პოზიციების დაზვერვის ოპერაცია უპილოტო თვითმფრინავით Orlan-10-ით ჩაატარეს.

🔻 ვოლნოვახის მიმდებარედ დამპყრობლები წინსვლას ველიკა ნოვოსელკას მიმართულებით ცდილობენ.

🔻 მტერი კრივოი როგზე შეტევის განახლებას ცდილობდა, ბალშაია კოსტრომაზე, მალაია კოსტრომაზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამპყრობლები შეაჩერეს და უკან არახელსაყრელ ხაზებზე დააბრუნეს.

🔻 მტრის ავიაცია კიევში, ჩერნიგოვში, ჟიტიმორში, ვინიცაში, სუმსა და დონეცკში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებს. ამისთვის ბელორუსიასა და ყირიმში არსებულ აეროდრომებს იყენებს.

🔻 ოდესის რეგიონში მტრებმა სანაპირო ლებედევკას, სანჟეიკას, ზალივისა და ბელენკის მახლობლად დაბომბეს.