„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთის დელეგაცია მზად იქნება სტამბოლში პროდუქტიული შეხვედრისთვის. მან ასევე დაასახელა საკითხები, რომელთა განხილვაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია.
"ჩვენი გუნდი სტამბოლშია. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი მზად იქნება პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღწევა შესაძლებელია. ჩვენ რუსეთს უნდა ვაჩვენოთ
, რომ არ აქვს ძალა, ალიანსზე და მის წევრებზე გავლენა მოახდინოს. ეს პრინციპი უცვლელი უნდა დარჩეს. ევროატლანტიკური უსაფრთხოება ევროატლანტიკური ქვეყნების საქმეა. პუტინმა გადაწყვიტა, რომ ევროპის წინააღმდეგ უნდა იყოს, ამიტომ მისი ადგილი ჩვენს მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში არ არის. ივნისში ეს ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რადგან ევროპა საკუთარი უსაფრთხოების საკითხებში კომპრომისზე არ წავა," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის დაიწყო. სტამბოლის სირაგანის სასახლეში დელეგაციები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. კიევის 14-კაციან შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის დელეგაციას კი პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი.
შეხვედრას დელეგაციებთან ერთად დაესწრება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
მოსკოვმა უკრაინისგან ომის შეწყვეტის მემორანდუმის პროექტი მიიღო. პირობებს შორისაა ცეცხლის შეწყვეტა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება და უსაფრთხოების გარანტიები.