1749042430
არჩილ გორდულაძე: გახარიას და ხაზარაძის პარტიები ცდილობენ დაპირისპირების ცრუ ნარატივი შექმნან, რომ ვინმე მოატყუონ, რომ არ არიან „ნაცები“ და იმ მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ, რომლისთვისაც არცერთი პარტია არ არის მოსაწონი

„ნაცი“ „ნაცობას“ არ მოიშლის, მაგრამ ახლა ცდილობენ, ეს დაპირისპირების ცრუ ნარატივი შექმნან, რომ ვინმე მოატყუონ, რომ არ არიან „ნაცები“, - განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის დაპირისპირებაზე.
„რაც შეეხება ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტიებს, ეს ნაცები ცდილობენ, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობას“ როგორმე გამოეყონ საზოგადოების თვალში. არსობრივად მათი წევრები არიან. „ნაცი“ „ნაცობას“ არ მოიშლის, მაგრამ ახლა ცდილობენ, ეს დაპირისპირების ცრუ ნარატივი შექმნან, რომ ვინმე მოატყუონ, რომ არ არიან „ნაცები“ და იმ მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ, რომლისთვისაც არცერთი პარტია არ არის მოსაწონი“, - აღნიშნა გორდულაძემ.
თვითმმართველობის არჩევნები და კრიზისი ოპოზიციაში - მამუკა ხაზარაძე ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე საუბრობს.