Apple მსოფლიოში პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამ 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია

APPLE

Apple მსოფლიოში პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამ 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 2022 წლის ვაჭრობის პირველ დღეს ამერიკული კორპორაციის აქციების თითქმის 3%-ით, 182,86 დოლარამდე გაიზარდა.

2020 წლის აგვისტოში Apple-ის კაპიტალიზაციამ, ისტორიაში პირველად, 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.