ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
პარიზში დღეს 30-ზე მეტი ქვეყნის სამხედროს წარმომადგენელი შეიკრიბება, რათა უკრაინაში უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების ჩამოყალიბების ფრანგულ-ბრიტანულ გეგმაზე იმსჯელოს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც საფრანგეთის არმიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, ასეთი ძალების მიზანი რუსეთის უკრაინაზე განმეორებითი თავდასხმისგან შეკავება იქნება.
მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა არამხოლოდ ევროპელებმა, არამედ აზიისა და წყნარი ოკეანიის ქვეყნებმა - ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მიიღონ.
უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების მოქმედებების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება სწრაფი გადასროლა მძიმე შეიარაღების და იარაღის მარაგების უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.
როგორც წყარო სააგენტოს უყვება, საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნების მონაწილეობის შესახებ უკრაინის საერთაშორისო მისიაში პოლიტიკოსები მიიღებენ.
როგორც Associated Press-ი იუწყება, ახალი გეგმის განხილვაში ნატოს 32 წევრი სახელმწიფო მიიღებს, გარდა აშშ-ის. ამერიკა სამიტზე არ დაპატიჟეს. ამრიგად, როგორც სააგენტო წერს, ევროპულ ქვეყნებს სურთ აჩვენონ, რომ მათ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების საქმეში წვლილის შეტანა აშშ-ის გარეშეც შეუძლიათ.
პარიზში გასამართ შეხვედრას ნატოს არაწევრი ქვეყნებიც დაესწრებიან - ირლანდია, კვიპროსი, ავსტრია.