პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აფეთქებების სერია კიევში - მთელი უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალის ხმა ისმის. ოკუპანტებმა ორი რაკეტა იზიუმში გაუშვეს. იერიშები იყო სუმის და მიკოლაივის მიმართულებითაც.
როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაწერა, შეტევა ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტზე განხორციელდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილიდან გამოცხადდა.
ასევე, რუსულმა ძალებმა სამშობიარო დაბომბა ზაპორიჟიეშიც, სარაკეტო იერიშს კი ახალშობილი ემსხვერპლა.
რუსების სამიზნედ რჩება ენერგეტიკული ობიექტები - კიევი, ვინიცა და ლვოვი. ცოტა ხნის წინ სწორედ აღნიშნული ქალაქების ენერგო ობიექტებს შეუტიეს. ელექტრო ენერგიის შეწყვეტის გამო კიევის ნაწილი შესაძლოა ევაკუირებული იყოს.
„ეს არის ყველაზე ცუდი ზამთარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - განაცხადა კიევის მერმა. ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს ყველაზე ცუდი სცენარისთვის.