დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ მოკლული ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის ოჯახი ცნობილ მსახიობს სასამართლოში უჩივის.
ინფორმაციას ამის შესახებ Abc News-ი ავრცელებს.
ბოლდუინის გარდა, სარჩელზე მოპასუხეები არიან რეჟისორის თანაშემწე დევიდ ჰოლსი, ფილმის დირექტორი კეტრინ უოლტერსი, იარაღზე პასუხისმგებელი პირი ჰანა გუტიერეს რიდი და იარაღის მიმწოდებელი სეტ კენი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხეებმა იცოდნენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, მათ შორის გადასაღებ მოედანზე წინა სამი შემთხვევითი გასროლის შესახებ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ოჯახის განცხადებით, ჰალინა ჰატჩინსის გარდაცვალება „უგუნურმა ქმედებებმა და ხარჯების ეკონომიის მიზნით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა“ გამოიწვია.