აღმოჩენილია ახალი პათოგენური ვირუსი - ეპიდემიის გამო ათი ათასობით ინდაური და ქათამი დახოცეს

ფრინველის ვირუსი

ისრაელში ფრინველის გრიპი (H5N1) მძვინვარებს. ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ეპიდემიის გამო ისრაელში ათი ათასობით ინდაური და ქათამი დახოცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Xinhua ავრცელებს.

ფრინველის ვირუსის შემთხვევები პირველად ქალაქი კესარიასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ფერმაში დაფიქსირდა.

სამინისტროს ცნობით, H5N1-ით საერთო ჯამში 107 000 ინდაური და ასობით ათასი ქათამია ინფიცირებული.

ვირუსის აფეთქების გამო სამინისტრომ მათი დახოცვის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ისრაელში კვერცხის დეფიციტი გამოიწვია.

„სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შემცირდეს",- აღნიშნულია ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reuters-ის ცნობით, ფრინველის ვირუსის შემთხვევები დაფიქსირებული საფრანგეთსა და იტალიაშიც.

საფრანგეთში H5N1-ით 13,000 ინდაურია ინფიცირებული.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ოქტომბერი - 26 დეკემბრის შუალედში იტალიაში ვირუსით 4 მილიონამდე ფრინველი დაიხოცა.