80 შეკვრა კარაქი, 32 „სნიკერსი“, 12 „ქინდერი“, 6 „ბაუნტი“ და რამდენიმე „ტვიქსი“ - საფრანგეთში ქურდობისთვის 2 ქართველი დააკავეს

საფრანგეთი

საფრანგეთის დასავლეთით, დრომის დეპარტამენტში დააკავეს 2 ქართველი, რომელთაც მაღაზიიდან პროდუქტის ქურდობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გაზეთ Le Dauphiné libéré-ს თანახმად, 2 პირს 80 შეკვრა კარაქის, 32 ცალი სნიკერსის, 12 ქინდერის, 6 ბაუნტისა და რამდენიმე ტვიქსის მოპარვას ედავებიან. ისინი 15 იანვარს ავტომანქანაში დააკავეს.

„შესაძლოა, ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელი ქმედება “კანონიერ ქურდებს” - ქართული მაფიის კარგად ორგანიზებულ ქსელს უკავშირდებოდეს, რომელიც რეგიონს 2018 წლიდან აწუხებს“, - ვკითხულობთ სტატიაში.