8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მოსახლეობის დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება - ვიტალი კლიჩკო

ვიტალი კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევიდან წასულ მოსახლეობას დედაქალაქში დაბრუნება 8-9 მაისის შემდეგ შეუძლიათ, ამის შესახებ მან "Радио НВ"-ს ეთერში განაცხადა.

„რეკომენდაციას ვუწევ კიეველებს ჯერ არ იჩქარონ უკან დაბრუნება, საფრთხის გათვალისწინებით. აგრესორის მიზანი იყო და რჩება დედაქალაქი. ნაღმების დიდი რაოდენობა გარეუბნებში, ტყიან ადგილებშია. სამხედროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით, ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი საფრთხის შემცველია. უსაფრთხოების გარანტირება ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ 8-9 მაისის შემდეგ, უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება“,- განაცხადა კლიჩკომ.