1740372372
„4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით... ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს“ - ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ 4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დაბრუნდა.
"4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმ ქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით.
ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს - უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემს თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და მათი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო", - წერს ოქრუაშვილი.