2008 წელს სარკოზი პუტინს საქართველოში ომის დასრულებაზე ესაუბრა და რა იყო შედეგი? - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მხოლოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშია შესაძლებელი.

„მაგიდასთან დასხდომის მრავალი გზა არსებობს. მე ვერ ვხედავ სხვა ადგილს სასაუბროდ, გარდა ჰააგისა. წარსულში ჩვენ ვნახეთ, რა გზით წავიდა რუსეთთან მოლაპარაკება. 2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პუტინს ესაუბრა საქართველოში ომის დასრულებაზე. რა იყო შედეგი? “, - აცხადებს ლანდსბერგისი. 

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.