ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
6 საათზე ნაკლები ჟანგბადის ამოწურვამდე - სავარაუდოდ, მხოლოდ ეს დრო რჩებათ მაშველებს იმისთვის, რომ დაკარგულ წყალქვეშა აპარატში მყოფი 5 ადამიანი ცოცხლები იპოვონ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ატლანტის ოკეანეში დაკარგული, ტურისტული წყალქვეშა ნავის სამძებრო ოპერაცია ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოა.
სამძებრო ოპერაციის არეალში, კანადურმა თვითმფრინავმა სიღრმიდან მომავალი ხმაური დააფიქსირა. ოკეანის გამოსაკვლევი სპეციალური აპარატურით ხმაურის წარმომავლობის დადგენა ვერ მოხერხდა.
მონაცემები, ანალიზისთვის ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ექსპერტებსაც მიეწოდა. წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.
ასევე ნახეთ:
👉ტიტანიკის ჩაძირვის ადგილზე დაკარგული წყალქვეშა ნავის ერთ-ერთი მგზავრი ცნობილი მილიარდერი აღმოჩნდა
👉„ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილზე დაკარგული წყალქვეშა ნავის საიდუმლო
👉ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე მოძრაობა შეფერხებულია
👉რძალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მასზე იძალადა, შემდეგ კი მკვლელობა სცადა
👉მცხეთასთან მანქანა კედელს შეეჯახა და აფეთქდა - არის მსხვერპლი