„არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება...“ - ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმის ახალი დეტალები
1749154794
შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროს მახლობლად მდებარე კუნძულზე, ზღვამ ვეშაპები გამორიყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 65 "პილოტი ვეშაპი" დაიღუპა.
სამაშველო-საქველმოქმედო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ბრიტანეთში ვეშაპების ხმელეთზე გამორიყვის ყველაზე მასიური შემთხვევაა.
ადგილზე მისული ვეტერინარების შეფასებით, ვეშაპებს ეტყობოდათ, რომ ისინი უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხმელეთზე.
მათივე განმარტებით, 77 ვეშაპიდან, მხოლოდ 12 გადარჩენა მოხერხდა.
ვეშაპების ხმელეთზე გამორიყვას არაერთი მიზეზი იწვევს, მათ შორის, მიმოქცევა და გზის აბნევა, თუმცა მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ მოვლენას ერთი კონკრეტული მიზეზი არ იწვევს.