ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე ტრამპი პუტინს ესაუბრა

ტრამპი პუტინი

ახლახან მქონდა კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ახლახან მქონდა კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან უკრაინის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრამდე. შეხვედრა გაიმართება მარ-ა-ლაგოს მთავარ დარბაზში. პრესა მოწვეულია. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის”, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.