ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაფიო გზავნილია, რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი - კაია კალასი

კაია კალასი

რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი, ეჭვის და დაუსჯელობის ადგილი არ არსებობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაფიო გზავნილს აგზავნის: რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი. რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია. ეჭვის ადგილი არ არსებობს და დაუსჯელობის ადგილი არ არის“, – წერს კაია კალასი.

შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.