1749064311
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნატოს სამიტზე დაპატიჟეს

უკრაინა ნიდერლანდებში გასამართ ნატოს სამიტზე დაპატიჟეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მან აღნიშნულ საკითხზე უკვე გამართა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან.
„ჩვენ ნატოს სამიტზე დაგვპატიჟეს. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ახლა მინისტრი სიბიგა კოლეგებთან ინფრასტრუქტურულ საკითხებს და მომავალი სამიტის სავარაუდო შედეგებს განიხილავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ნატოს მორიგი სამიტი ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში 24-26 ივნისს გაიმართება.