მნიშვნელოვანი ინფორმაცია - რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით
1768249633
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ახალ მასირებულ შეტევას ამზადებს.
მან უკრაინელებს მოუწოდა ყურადღებით მოეკიდონ ქვეყანაში საჰაერო განგაშის გამოცხადებას.
„არსებობს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებენ: დრონები - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დაღლისთვის - და რაკეტები. მათ სურთ სიცივე გამოიყენონ. აღნიშნული თავდასხმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისათვის, 9 იანვარს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევა განახორციელა. დაიბომბა ქალაქები ლვოვი და კიევი. ლვოვში რუსებმა ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს.