ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, თვის ბოლომდე, მოულოდნელი სიხარული ეწვევა
1749070252
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს შეთავაზებას რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებთან სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.
როგორც უკრაინის მეთაურმა აღნიშნა, ის ამ საკითხზე უკვე ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელსაც სამმხრივი შეხვედრის გამართვის იდეა ეკუთვნის.
„მისგან იყო სიგნალი, თუ როგორ ვუყურებ ოთხი ლიდერის - მისი, ამერიკის პრეზიდენტის, პუტინისა და ჩემს შეხვედრას. მე მას ვუთხარი, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრას მე მხარს ვუჭერ, იმიტომ რომ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი შეხვედრის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხდება“, - თქვა ზელენსკიმ.