მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწავლის დაწყება ირპენის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს მიულოცა.
სკოლა საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოხერხდა.
„ჩვენი შვილები დღეს პირველად მიდიან, ან ბრუნდებიან სკოლაში. მათ საშუალება ექნებათ ნახონ, მოისმინონ და გაიცნონ უკრაინა. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა დაზიანებული სკოლა აღვადგინოთ, ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და არაფერმა შეუშალოთ ხელი ცოდნის მიღებაში" - წერს უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურ გვერდზე.