ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე იური სოდოლი ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვალა

ზელენსკი

უკრაინაში მორიგი საკადრო ცვლილებაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე იური სოდოლი ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვალა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„განვიხილეთ საკადრო ცვლილებები. მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის, იური სოდოლის ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვლის თაობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სოდოლის წინააღმდეგ განცხადება დაწერა აზოვის შტაბის მეთაურმა, ბოგდან კროტევიჩმა. კროტევიჩი სოდოლის წინააღმდეგ, სამხედრო პერსონალის დიდი დანაკარგის გამო გამოძიების დაწყებას ითხოვდა.