პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა არმიამ რუსეთის წინააღმდეგ „საფსანის“ ტიპის ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გულწრფელად გეტყვით, რომ უკრაინა დღეს უკვე იყენებს „ნეპტუნებს“, „გრძელ ნეპტუნებს“, „პალიანიცას“, „ფლამინგოს“ და აგრეთვე „საფსანს“, - ციტირებს მედია ზელენსკის.
ამავდროულად უკრაინის ლიდერს არ უთქვამს, კონკრეტულად, რა რაოდენობის „საფსანი“ გამოიყენეს რუსეთის წინააღმდეგ.
„არ მინდა, რომ მტერმა იცოდეს ყველა პრეცედენტისა და დეტალის შესახებ“, - დასძინა მან.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, „საფსანის“ ტიპის ბალისტიკურ რაკეტას 480 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლია. ის ამერიკულ ATACMS-ის რაკეტაზე ორჯერ უფრო მძიმეა. რაკეტის ფრენის სიჩქარე ხუთჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს, თუმცა, შესაძლოა, ის დაახლოებით 482 კმ/სთ იყოს.