ატენში, მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
1749196817
უკრაინა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს ორი ლიდერის შეხვედრამდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის იმედოვნებს, რომ პარტნიორები ინიციატივას მხარს დაუჭერენ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე მზად არის დაუყოვნებლივ შესახვედრად ნებისმიერ ადგილას: სტამბოლში, ვატიკანსა თუ შვეიცარიაში.
„პრეზიდენტი ერდოღანი დარწმუნებული ვარ, მხარს დაუჭერს, რადგან ჩვენი საუბრის დროს მან თქვა, რომ მას სურს ოთხი ადამიანის შეხვედრის ორგანიზება: პრეზიდენტი ერდოღანი, პრეზიდენტი ტრამპი, მე და პუტინი. ჩვენ ნებისმიერ დღეს მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა ურთიერთგაგებისა და დეესკალაციის სურვილის ფონზე წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვმა შეიძლება, ცალმხრივად შეაჩეროს ცეცხლის შეწყვეტა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის ავიაბაზებზე თავდასხმაზე და თქვა, რომ ოპერაციის დროს დაზიანებული თვითმფრინავების ნახევრის აღდგენა შეუძლებელია. ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს რუსეთის შესაჩერებლად.