ზოდიაქოს 4 ნიშანს, 2026 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება
1768925643
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან ონლაინ კომუნიკაციის დროს განაცხადა, რომ უკრაინა გრენლანდიაში სამხედროებს არ გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, თქვენ იცით, რომ ჩვენთან ომია, ჩვენი ყველა სამხედრო ფრონტზეა. მეტესთან [ფრედერიკსენი, დანიის პრემიერ-მინისტრი] ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას ჩემთვის ამ კითხვით არ მოუმართავს. ვფიქრობ, იმიტომ, რომ ყველას ესმის: უკრაინა არ არის ნატოში, ჩვენ არ გვღებულობენ ნატოში, ეს ყველაფერი გასაგებია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.