მოერიდეთ სამკაულებს, აუცილებლად შეჭამეთ გარეთ გასვლამდე - როგორ მოვიქცეთ ძლიერი ყინვის დროს
1768932972
ვერონას ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა - ჯულიეტას აივანი ფასიანი ხდება. მის დასათვალიერებლად ტურისტებს 12 ევროს გადახდა მოუწევთ. ღირებულებაში შენობაში მდებარე მუზეუმის დათვალიერებაც შედის.
ასევე, წყვილებს, რომლებიც აივანზე ასვლას შეძლებენ, ფოტოების გადასაღებად მხოლოდ 60 წამი მიეცემათ, რის შემდეგაც მათ ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. ამასთან, შენობაში ერთდროულად დაშვებული ვიზიტორების რაოდენობა 130-დან 100 ადამიანამდე შემცირდა.
ისტორიული შენობა XIII საუკუნით თარიღდება და ოდესღაც ეკუთვნოდა დელ კაპელოს ოჯახს, რომელსაც მკვლევრები შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ კაპულეტების პროტოტიპად მიიჩნევენ. სწორედ ამ კავშირმა აქცია აივანი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანტიკულ ადგილად.