ზელენსკი: რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა დაუშვან გარკვეული კომპრომისები

ზელენსკი

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის სესიის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტებს ესაუბრა და ომის დასრულების პერსპექტივებზე გააკეთა კომენტარი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა დაუშვან გარკვეული კომპრომისები.

მისი თქმით, ყველა მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ომის დასრულება შესაძლებელია, თუმცა ეს ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე „თამაშს დაიწყებს“.

კითხვაზე, ხომ არ დარჩა უკრაინის საკითხი მიმდინარე კვირას ყურადღების მიღმა, პრეზიდენტმა უპასუხა:

უგულებელყოფილი არ არის, დავოსში ბევრი სხვადასხვა გამოწვევა განიხილება... თუმცა, თუ ომი დაგავიწყდებათ, ის ვერ გადაიჭრება. გასაგებია, რომ ლიდერებს ბევრ სხვა პრობლემაზე უწევთ ფიქრი.