1755869287
ზელენსკი: რუსეთი ცდილობს თავი დაიძვრინოს ორმხრივი შეხვედრისგან

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს თავი დაიძვრინოს ორმხრივი შეხვედრისგან.
ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, რათა მოსკოვი შეხვედრას დათანხმდეს.
„არსებობს ორი ფორმატი, რომლითაც რეალურად შეიძლება პროგრესის მიღწევა. ეს არის ფორმატები ლიდერების დონეზე: ორმხრივი ფორმატი უკრაინა და რუსეთი და სამმხრივი - უკრაინა - შეერთებული შტატები - რუსეთი. ჩვენ ეს ვაშინგტონში განვიხილეთ. პუტინმა ეს პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ახლა კი რუსეთიდან მომდინარე სიგნალები უბრალოდ რომ ვთქვათ, უღირსია. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ შეხვედრას. მათ არ სურთ ამ ომის დასრულება. ეს ომი უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭიროა ზეწოლა პუტინზე. პუტინს ძალისა და ზეწოლის გარდა არაფერი ესმის“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.