„სინამდვილეში, არანაირი რომანი არ ყოფილა..." - წლის ყველაზე სკანდალურ წყვილზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კაბოტი და ბაირონი

Coldplay-ის კონცერტზე კომპანია Astronomer-ის უკვე ყოფილი დირექტორის, ენდი ბაირონისა და განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის ერთობლივ კადრებს  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ე.წ. კოცნის კამერამ მათი რომანი გამოააშკარავა, რის გამოც ბაირონს თანამდებობის დატოვება მოუწია. ასევე, ორივე მათგანს მეუღლეებთან განქორწინება მოუწია. 

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბაირონი და კაბოტი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან. 

ცოტა ხნის წინ, კრისტენ კაბოტთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ გამოცემა People-თან საუბრისას, კრისტენის ბაირონთან რომანი უარყო: 

„კრისტენსა და ენდის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები იყვნენ, მათ არანაირი რომანი არ ჰქონიათ. კონცერტზე უფროსთან ასე ჩახუტება შეუფერებული იყო და ამაზე კრისტენი სრულ პასუხისმგებლობას უღებს. თუმცა, სკანდალი, სამსახურის დაკარგვა - ეს ყველაფერი უსამართლოა".