„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1776964969
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში „სიმბოლური“ გაწევრიანების იდეა. მისივე თქმით, უკრაინის ბრძოლა ევროპის დასაცავად სიმბოლური არ არის და ის ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე , რომლის მიხედვითაც, საფრანგეთი და გერმანია განიხილავენ უკრაინის „სიმბოლურად“ გაწევრიანების ვარიანტს.
„უკრაინას ევროკავშირში სიმბოლური წევრობა არ სჭირდება. უკრაინა უპირობოდ იცავს ევროპას. იცავს არა სიმბოლურად, არამედ რეალურად, ადამიანები იღუპებიან. ჩვენ ვიცავთ საერთო ევროპულ ღირებულებებს. მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის ღირსები ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.