ზელენსკი და მაკრონი ერთმანეთს 26 მარტს შეხვდებიან

ემანუელ მაკრონი

26 მარტს ერთმანეთს საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ელისეის სასახლე ავრცელებს.

მაკრონსა და ზელენსკის შორის შეხვედრა პარიზში, ელისეის სასახლეში გაიმართება.

ლიდერები განიხილავენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ინიციატივას, „მსურველთა კოალიციის“ შესახებ.