ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
უკრაინის პრეზიდენტი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერი იტყობინება.
„კიევთან ახლოს მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და თანმხლებ მანქანებს შეეჯახა. სახელმწიფოს მეთაურის თანმხლებმა მედიკოსებმა მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.
პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. მომხდარის ყველა გარემოებას სამართალდამცველები გამოიძიებენ.“ - წერს სერგეი ნიკიფიროვი.