ყველაზე ცხელი ივლისის ფონზე, ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

ინდოეთის ოკეანე

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ივლისში მსოფლიო ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რასაც ნაწილობრივ წყნარ ოკეანეში „ელ-ნინიოს“ პირობების განვითარებამ შეუწყო ხელი.

ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ მსოფლიოს პოლარული რეგიონების მიღმა ივლისში 20,96°C შეადგინა, რამაც 2023 წელს დაფიქსირებულ ივლისის წინა რეკორდს გადააჭარბა (20,89°C).

„ელ-ნინიო“ წყნარ ოკეანეში ბუნებრივი ამინდის მოვლენაა, თუმცა ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ გლობალურ დათბობასთან კომბინაციაში მან შესაძლოა ტემპერატურის მკვეთრი მატება და უფრო ექსტრემალური ამინდი გამოიწვიოს.

Copernicus-ის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით, გასული თვე გლობალურად დაკვირვების ისტორიაში მეორე ყველაზე ცხელი ივლისი იყო, რა დროსაც ტემპერატურა ​ ინდუსტრიამდელ სავარაუდო საშუალო მაჩვენებელს 1,47°C-ით აღემატებოდა.