1732737464
ყვავილების სურნელით დასატკბობად ქმარმა უსინათლო ცოლისთვის 2 წელში ათასობით მცენარე დარგო
ყვავილების სურნელით დასატკბობად ქმარმა უსინათლო ცოლისთვის 2 წელში ათასობით მცენარე დარგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კუროკები, რომელთაც 2 შვილი ჰყავთ, იაპონიის სოფელში ცხოვრობენ. დიაბეტის გართულების გამო ცოლმა მოულოდნელად მხედველობა დაკარგა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მის გასახალისებლად ქმარმა გადაწყვიტა, რომ ყვავილების უზარმაზარი ბაღი გაეშენებინა. კუროკი ფერმერია, ამიტომ მისთვის ყვავილების დარგვა და მოვლა რთული არ ყოფილა, თუმცა ქმრის ორიგინალურმა გადაწყვეტილებამ მედიის ყურადღება მიიპყრო.
„ის გარეთ აღარ გადიოდა, დეპრესიულად იყო. სამწუხაროა, რომ სამყაროს მშვენიერების ხილვა აღარ შეუძლია, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რათა ყვავილების სურნელებით დატკბეს და მისთვის ეზოში ყოფნა კვლავ სახალისო და სასიამოვნო იყოს", - ამბობს კაცი.
ორი წლის განმავლობაში მან ათასობით ყვავილი დარგო. ფოტოები მალევე ინტერნეტში გავრცელდა და ბაღის სანახავად კუროკებს ყოველდღიურად არაერთი ვიზიტორი აკითხავს