მართვის მოწმობის საგამოცდო მარშრუტებში ცვლილებები შევიდა
1780390472
ისრაელის მიერ ლიბანსა და ღაზის სექტორში ჩადენილი დანაშაულები „წინააღმდეგობის ღერძს“ აიძულებს, ჰორმუზის სრუტის ფრონტი ბაბ ელ-მანდების სრუტის ფრონტთან დააკავშიროს, – ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალების“ მეთაურმა, ესმაილ ყაანიმ განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის მტკიცებით, ისრაელის მიერ ლიბანსა და ღაზაში ჩადენილი დანაშაულები „ჰეზბოლას“ პასუხს და ოპერაცია „ალ-აქსას ქარიშხლის“ განახლებას გამოიწვევს.
„ლიბანსა და ღაზაში სიონისტების ბოროტი ქმედებები, რომლებიც ამერიკის უსირცხვილო მხარდაჭერით სარგებლობენ, გააძლიერებს წინააღმდეგობის ღერძის ნებას, გააფართოოს მხარდაჭერა ორივე ფრონტზე, მიიღოს ზომები სხვა ფრონტების გასააქტიურებლად და დააკავშიროს ბაბ ალ-მანდების სრუტის საგზაო მდგომარეობა ჰორმუზის სრუტის მდგომარეობასთან“, – აღნიშნა ესმაილ ყაანიმ.