YouTube-ზე ახალი ფუნქცია ამოქმედდა - როგორ ამოვიცნოთ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მუსიკა

youtube

ვიდეოჰოსტინგმა YouTube ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი მუსიკალური კომპოზიციების მარკირების დანერგვა დაიწყო. ინოვაცია YouTube Music-ში უკვე მოქმედებს.

YouTube-ში აღნიშნეს, რომ გენერაციული AI არტისტებს შემოქმედებისა და ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს. თუმცა, მსმენელებს სურთ გამჭვირვალობა იმ სიტუაციებში, როდესაც ნეიროქსელების დახმარებით შექმნილ ტრეკებს აწყდებიან. სპეციალური აღნიშვნა პირდაპირ პლეიერის გვერდზე განათავსეს. მასზე დაწკაპუნებით კომპოზიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი.

AI-ის შესახებ აღნიშვნა ჯერჯერობით მხოლოდ YouTube Musicშია ხელმისაწვდომი, თუმცა მოგვიანებით ძირითად აპლიკაციაშიც გამოჩნდება. YouTube არ არის პირველი სერვისი, რომელმაც AI-კონტენტის მარკირება დანერგა. მანამდე ანალოგიური აღნიშვნები გამოჩნდა Apple Music-სა Spotify-ზე.

✕