1792094214
CNN: უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები ამოეწურა, რის გამოც ქვეყანა რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევების წინაშე კიდევ უფრო დაუცველი გახდა
უკრაინას ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები ამოეწურა, რის გამოც ქვეყანა რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევების წინაშე კიდევ უფრო დაუცველი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრიტიკული ვითარება დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებული ღია დაპირისპირების ფონზე შეიქმნა.
ბოლო დღეებში თეთრმა სახლმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება გააფორმა და უკრაინას მკაცრად მოუწოდა, შეეწყვიტა იერიშები რუსულ ნავთობინფრასტრუქტურაზე.
თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის გარიგების გამო თავი მოტყუებულად იგრძნო და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების დაბომბვას მაინც გააგრძელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი თვეების განმავლობაში აფრთხილებდა პარტნიორებს, რომ ამერიკული წარმოების Patriot-ის რაკეტები იწურებოდა. ეს სისტემები მსოფლიოში ერთ-ერთ იშვიათ თავდაცვით იარაღს წარმოადგენს, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია. თუმცა, რაკეტები ძვირად ღირებულია და გლობალურად მათი მარაგი მწირია, რადგან სხვა ქვეყნებმა საკუთარი მარაგები ამოწურეს, ან ირანში მიმდინარე ომის ფონზე საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად იყენებენ.
CNN-ის წყაროს ცნობით, რაკეტების სიმწირის გამო, ბოლო იერიშის დროს ბალისტიკური რაკეტების უმრავლესობის ჩაჭრა ვერ მოხერხდა.










