Wicked: For Good-ის ახალი თიზერი გამოვიდა

Wicked: For Good

 ძალიან მალე ოზის ჯადოსნურ სამყაროში კიდევ ერთხელ დავბრუნდებით და გავიგებთ, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენი საყვარელი ჯადოქრების ცხოვრებაში. სულ ახლახან, Universal Pictures-მა კიდევ ერთი, ახალი თიზერი შემოგვთავაზა, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ფილმი ლოდინად ნამდვილად ღირს.

 

 

 თიზერი ელფაბას გაუჩინარების შემდეგ, გლინდას ყოველდღიურ ცხოვრებას გვიჩვენებს. მასში ასევე წარმოდგენილია გლინდასა და ფიეროს (ჯონათან ბეილი) შორის დაძაბული დიალოგი, სადაც ფიერო კომენტარს აკეთებს იმაზე, რომ გლინდა სიმდიდრისა და ფუფუნებაში ცხოვრების გარეშე ვერ ძლებს.

როდესაც გლინდა ეკითხება, ვის შეუძლია ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრება, ის პასუხობს: "შენ იცი, ვისაც".

 მიუხედავად იმისა, რომ თიზერი ვრცელი ქრონომეტრაჟით არ გამოირჩევა, ის უღრმავდება გლინდას პერსონაჟს და აჩვენებს, რამდენად იდეალურად გამოიყურება მისი ცხოვრება და ამავდროულად, რამდენ ტკივილსა და დანაშაულის გრძნობას განიცდის, რადგან ის იძულებული გახდა, მეგობრის წინააღმდეგ წასულიყო.

რაც შეეხება მასში მონაწილე მსახიობებს, სამსახიობიო დასი უცვლელია. Wicked: For Good-ში კვლავ არიანა გრანდეს, სინთია ერივოს, ჯონათან ბეილის, ითან სლეიტერს, ჯეფ გოლდბლუმსა და ბოვენ იენგს ვიხილავთ, ხოლო ფილმის მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 20 ნოემბერს შედგება.

 შეგახსენებთ, რომ Wicked იმავე სახელწოდების რომანისა და ბროდვეის ცნობილი მიუზიკლის ადაპტაციაა. ფენტეზის ჟანრის ფილმი ოზის ჯადოქრის სამყაროში მომხდარ მოვლენებზე გვიყვება (სანამ დოროთი ქარიშხალში აღმოჩნდება). ფილმის პირველი ნაწილი, ბროდვეის მიუზიკლის შესაბამისად, ელფაბასა და გლინდას დამეგობრებას, ფიეროს უეცარ გამოჩენასა და საიდუმლოების ამოხსნას გვიჩვენებდა. როგორც ცნობილია, Wicked-ის მეორე ნაწილში დოროთისაც ვიხილავთ, ჯერჯერობით, უცნობია ვინ მოირგებს ამ საკულტო პერსონაჟს როლს.

Wicked-ის გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია, პირველ ნაწილს კიდევ ერთხელ ბეჯითად გადავავლოთ თვალი და მოთმინებით დაველოდოთ 20 ნოემბერს.