ვუჩიჩი მოსკოვში ჩასვლაზე: პუტინს პირობა მივეცი, რომ აქ ვიქნებოდი და რაც ვთქვი შევასრულე

ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მიცემული პირობა შეასრულა და მეორე მსოფლიო ომში გამრჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდა.

"იცით, მე პირობა მივეცი პრეზიდენტ პუტინს, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და რაც ვთქვი, შევასრულე. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია". - უთხრა ვუჩიჩმა Россия 1-ის ჟურნალისტს.

ვუჩიჩმა რუსეთთან მოლაპარაკებებისა და სერბეთისთვის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს ამოცანა, დიდი ამოცანა, შევინარჩუნოთ მეხსიერება დიდ სამამულო ომსა და გამარჯვებაზე. მე ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. მადლობა თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის". - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

მანამდე, 29 აპრილს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ ბელგრადში ვიზიტის დროს სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს ევროკომისიის გაფრთხილება გადასცა იმის შესახებ, რომ 9 მაისს მისი მოსკოვში ვიზიტი სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გაართულებს.