დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის დროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, შავი ყუთების მუშაობის შეჩერების საკითხს შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ. სამინისტროში ამბობენ, რომ თვითმფრინავის ხმის ჩამწერი მოწყობილობა ჯერ სამხრეთ კორეაში შეამოწმეს, შემდეგ კი დაზიანებული მოწყობილობა აშშ-ში გაგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ მუანის აეროპორტში ავიაკატასტროფა 29 დეკემბერს მოხდა და 179 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადარჩა ეკიპაჟის მხოლოდ 2 წევრი.