პირდაპირ დაბლოკეთ ნომერი! - WhatsApp-ში ყალბი შეტყობინებები ვრცელდება

ვოთსაპი

ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილის ინფორმაციით, WhatsApp-ში ვრცელდება შეტყობინება, რომელიც მომხმარებლებს აფრთხილებს, თითქოს მათი Facebook ანგარიში „შავ სიაშია“ და აუცილებელია იდენტიფიკაციის გავლა.

აღნიშნული შეტყობინება ყალბია და მას თაღლითები მართავენ. ისინი მომხმარებლებს უცნობ ბმულზე გადასვლას და ანკეტის შევსებას სთხოვენ, რაც დიდი საფრთხის შემცველია.

„არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ ბმულზე და არ შეავსოთ ინფორმაცია! საუკეთესო გამოსავალია – დაუყოვნებლივ დაბლოკოთ ეს ნომერი,“ – წერს პირმისაშვილი.