ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

კვარაცხელია

 ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, – ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას ხუთწლიანი კონტრაქტის თითოეულ პუნქტზე შეუთანხმდა“, – აღნიშნავს ფაბრიციო რომანო.

ამასთან, სატრანსფერო ბაზრის ცნობილმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ხელფასზეც ისაუბრა:

„კვარაცხელიას ხელფასი ნეაპოლში არსებულთან შედარებით 4-5-ჯერ მეტი იქნება. პსჟ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებს, როგორც ორი დღის წინ ვწერდი. კლუბებს შორის ახალი შეხვედრა მომავალ კვირას დაიგეგმა, რათა ტრანსფერი საბოლოოდ დაიხუროს“.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდიდან წასვლა სთხოვა.