პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მაინის შტატის ქალაქ ლევისტონში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია მთელი შტატის მასშტაბით ეძებს. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, იგი არის 40 წლის რობერტ ქარდი. მედიისთვის ცნობილია, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორია და აშშ-ის არმიის რეზერვში მუშაობს, ხოლო შემთხვევამდე ორი კვირით ადრე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც პოლიცია აგრძელებს ლევისტონში ეჭვმიტანილის ძებნას, ადგილობრივმა სკოლებმა გააუქმეს გაკვეთილები და დახურეს სკოლები.
შემთხვევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საუბარი გამართა შტატის გუბერნატორთან, სენატორთან და კონგრესმენთან და საჭიროების შემთხვევაში სრული ფედერალური მხარდაჭერა შესთავაზა.
პოლიცია ხალხს მოუწოდებს, თავდამსხმელის დაკავებამდე სახლში დარჩნენ და ფრთხილად იყვნენ.
მსროლელი თავს დაესხა რესტორანსა და ბოულინგის დარბაზს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაიჭრა.
ასევე ნახეთ:
ისრაელი ჰოლოკოსტის შემდეგ, ასეთი გამოცდის წინაშე არ დამდგარა - ქართველი ექიმი ისრაელიდან
VIDEO: კადრები ტრაგედიის ადგილიდან - დაღუპულია 22 და დაჭრილია 60 ადამიანი (აშშ)