პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისრაელი ჰოლოკოსტის შემდეგ ასეთი გამოცდის წინაშე არ დამდგარა. ჩემი აზრით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა ახლა ისრაელი, - ამის შესახებ ისრაელში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ირაკლი კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შვიდის ნახევარზე დაიწყო ეს უბედურება და ეს იყო შოკი, საიდანაც ნელ-ნელა გამოდის საზოგადოება.
„თუ ჰამასი გაიმარჯვებს, ჩათვალეთ, რომ ისრაელი განადგურდება, ამიტომ საკითხი ასე დგას, ჰამასი უნდა განადგურდეს. მინდა, ხაზი გავუსვა და გავმიჯნოთ, ისრაელი არ ებრძვის პალესტინელ ხალხს, არამედ ებრძვის ჰამასის ორგანიზაციას და ჰამასი ნამდვილად უნდა განადგურდეს, - აღნიშნა ირაკლი კილაძემ.
მისი თქმით, პირველი შოკის დროს დაჭრილი ტერორისტები მიიყვანეს ისრაელის კლინიკებში, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
„პირველი შოკის მდგომარეობაში ჯანდაცვის სისტემაც იმყოფებოდა, უამრავი დაჭრილი იყო და დაჭრილი ტერორისტებიც მიიყვანეს კლინიკებში. ამან საზოგადოების ძლიერი აღშფოთება გამოიწვია. ეს შეცდომა ძალიან მალე გამოსწორდა და შემდგომში ყველა დაჭრილი ტერორისტი გადაჰყავთ ან ციხის საავადმყოფოში, ან ჰოსპიტალში“, - განაცხადა ირაკლი კილაძემ.