ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ვიზიტის დროს ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისაც შეხვდება.
მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე მოკავშირეების რეგულარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული საჰაერო თავდაცვითი სისტემების წარმოების ლიცენზირება უკრაინაში შეიძლება, გახდეს უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვანი ნაწილი და აღნიშნა, რომ ეს „აბსოლუტურად შესაძლებელია“.
პარალელურად, ამავე შეხვედრაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, საბრძოლო მასალას და F-16-ების აღჭურვილობას.
ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები განიხილეს.