1756669954
ვოლოდიმირ ზელენსკი: დაგეგმილია ახალი დარტყმები [რუსეთის] სიღრმეში

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა აპირებს რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს ზუსტად ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის თავდაცვისთვის. ძალები და რესურსები მზადაა. ასევე დაგეგმილია ახალი დარტყმები სირღმეში", – წერს ზელენსკი.