ვიქტორია ბეკჰემმა დევიდ ბეკჰემთან ცნობილ დიალოგს მაისური მიუძღვნა

ბეკჰემები

ვიქტორია ბეკჰემმა მერჩენდაიზი გამოუშვა, რომელიც დევიდ ბეკჰემის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალიდან ცნობილ სცენას მიუძღვნა.  My dad had a Rolls-Royce – ამ წარწერით ტოპი თავად ვიქტორიამ სოციალური ქსელების მეშვეობით წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ფრაზა სწორედ ნეტფლიქსის  დოკუმენტურ ნამუშევარში გაჟღერდა. უფრო კონკრეტულად კი, ბეკჰემების დიალოგისას, ვიქტორიამ აღნიშნა, რომ ორივე მათგანი მშრომელთა კლასიდან მოდიან, რაზედაც დევიდ ბეკჰემმა ცოლს სთხოვა, საჯაროდ ეღიარებინა, თუ რა მარკის მანქანა ჰყავდა მამამისს 80-იან წლებში. საბოლოოდ ვიქტორია ამბობს – My dad had a Rolls-Royce.

ეს სცენა ეპიზოდის გამოსვლისთანავე ვირუსულად გავრცელდა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში მიმების ინსპირაციადაც იქცა. ვიქტორია ბეკჰემმა სლოგანიანი ტოპი საკუთარი ბრენდის ფარგლებში გამოუშვა. მერჩენდაიზის შეძენა მსურველებს 150 დოლარად შეეძლებათ. 

 

 

ასევე ნახეთ:

“გავთხოვდი, საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას…” - ნინა წკრიალაშვილი დუმილს არღვევს

„ყურადღების და კრიტიკული აზროვნების დაქვეითება“ - როგორ გამოიხატება ქცევებში სტრესი და როგორ დავძლიოთ ის – ინტერვიუ ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძესთან